среда, 22 апреля 2015 г.
totaldict.ru.
понедельник, 1 июля 2013 г.
воскресенье, 30 июня 2013 г.
суббота, 29 июня 2013 г.
среда, 11 ноября 2009 г.
პროექტი
პროექტის სახელი: ქართულ-ჩეხური ლიტერატურული ურთიერთობები.
პროექტის მოკლე აღწერა:
- პროექტი მიზნად ისახავს ქართულ-ჩეხური ლიტერატურული ურთიერთობების აღწერას ძველი დროიდან დღემდე.
- ასევე კვლევის ჩატარება “ვეფხისტყაოსნის“3 აფორიზმის თარგმანის მიხედვით ჩეხურ ენაზე(ბწკარედის დახმარებით).
პროექტის სრული აღწერა:
იქმნება 2 სამუშაო გუნდი,თითო გუნდს ყავს ლიდერი.პროექტში მონაწილე გუნდები ადგენენ სამუშაო გეგმას და გრაფიკს.სამუშაო მიმდინარეობს ორი მიმართულებით:ძიება და კვლევა.ერთი გუნდი პასუხისმგებელია ძიებაზე,ხოლო მეორე კვლევაზე.მნიშვნელოვანია მათი მჭიდრო ურთიერთობა.დასკვნას აკეთებს ორივე გუნდი ერთობლივად.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წ.(მე-12 კლასი).
ვადები და ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციის გაცვლა და მიღწეული შედეგების გაცნობა.
მოსალოდნელი შედეგები:
- კვლევითი უნარის განვითარება
- ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება
- მთარგმნელობითი საქმისადმი ინტერესის გაღვივება
- ინფორმაციის დახარისხების,შედარების,დასკვნის გაკეთების უნარების შეძენა და კომპარატივისტიკისტიკის საფუძვლების გაცნობა.
- შექმნილი მასალა იქნება სერიოზული ლიტერატურული კვლევა,ანალიზით.
სარგებელი სხვებისათვის:
- ორი ქვეყვის ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ საინტერესო საინფორმაციო ბაზის შექმნა
- ჩეხეთი საქართველოს სერიოზული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და ამიტომაც ეს პროექტი საინტერესო იქება ყველა ასაკის ადამიანებისათვის.
- ასევე მსურველებს შეეძლებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ჩეხ მთარგმნელზე იორამ იედლიჩკაზე,რომელმაც თარგმნა ჩეხურ ენაზე “ვეფხისტყაოსნი“,იხილონ საინტერესო კვლევა აფორიზმის თარგმანის შესახებ.
სამუშაო ენა:ქართული.
საგნები:ქართული ენა,რუსული ენა.(კვლევისათვის მასალები ძირითადად რუსულ ენაზეა).
ფასილიტატორი:მეგი როსტიაშვილი(რუსული ენის მასწავლებელი);მარინა ხუდაშვილი (ქართული ენის მასწავლებელი).
Подписаться на:
Сообщения (Atom)